„კობა აღლემაშვილის მკვლელობის საქმეზე პატრულ-ინსპექტორი დავით ბერიკაშვილი დაკავებული არ ყოფილა”

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ კობა აღლემაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მაგრამ ამ ეტაპზე დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება პატრულ-ინსპექტორ დავით ბერიკაშვილს, როგორც “კვირას“ საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს, იგი დაიკითხა მოწმის სახით, მაგრამ დაკავებული არ ყოფილა.
“2015 წლის 08 იანვარს, შსს ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში გამოძიება დაიწყო კობა აღლემაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე. საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებს შს სამინისტროს ზემოაღნიშნული დანაყოფი. ჩატარებულია და დღესაც ტარდება ყველა შესაძლო საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება. გამოძიება მუშაობს მკვლელობის რამდენიმე ვერსიაზე, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა. რაც შეეხება პატრულ-ინსპექტორ დავით ბერიკაშვილს, გამოძიების ფარგლებში იგი დაიკითხა მოწმის სახით, მაგრამ დაკავებული არ ყოფილა“,- აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურასთან 5 თვის წინ გარდაცვლილი კობა აღლემაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. ისინი დროულ გამოძიებას ითხოვენ. ისინი მომხდარში პოლიციელს ადანაშაულებენ, მათი მტკიცებით, ის დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები