სასწრაფოდ: ლენტეხი – უშგულის მონაკვეთზე ზვავს ტურისტები ემსხვერპლნენ

ორი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – წუხელ, გვიან ღამით, ლენტეხი-უშგულის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა. ზვავმა ხუთი უცხოელი ექსტრემალი – ფრანგი და გერმანელი მთამსვლელები მოიყოლა, – ამის შესახებ „კვირას“ შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა. გიორგობიანის თქმით, შემთხვევის ადგილიდან მხოლოდ ერთმა ტურისტმა გამოაღწია.
„ზვავი ძალიან საშიშ მონაკვეთში ჩამოწვა და მან ხუთი ტურისტი მოიყოლა. აქედან ორი გარდაცვლილია, ორი – მძიმედ დაშავდა, ერთმა კი დასახლებულ პუნქტამდე გამოაღწია და შემთხვევის შესახებ გვაცნობა. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. მათ სამძებრო სამუშაოების ჩატარება საკმაოდ რთულ, ზვავსაშიშ ადგილებში უწევთ, რათა ადგილიდან დაშავებული უცხოელები გამოიყვანონ.  საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება“, –  განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
უშგულის გამგებლის ინფორმაციით, ტურისტები 2 მარტიდან იმყოფებოდნენ ტერიტორიაზე. მათ ზვავსაშიშროების შესახებ მესაზღვრეებისგან გუშინ მიიღეს გაფრთხილება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთაზე მაინც გავიდნენ. გადარჩენილი ტურისტი ამჟამად საზღვარზე იმყოფება, მას დედაქალაქში გადმოიყვანენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები