თინათინ რუხაძე პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – ეკა ჭიჭინაძეს შეხვდა

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ეკა ჭიჭინაძეს შეხვდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურის მინისტრმა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს სამინისტროს საქმიანობის, სამომავლო გეგმებისა და ინიციატივების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
თინათინ რუხაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უცხოეთში განხორციელებულ და დაგეგმილ კულტურულ პროექტებზე, რომელთა მიზანია საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის გაღრმავება.
გამოითქვა კულტურის სამინისტროსა და პარლამენტის კულტურის კომიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები