სამხრეთ კორეამ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლის დაპატიმრების ორდერი გასცა
სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სოკ იულის მეუღლის, კიმ კონგ ჰის დაპატიმრების ორდერი გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოYonhap-ი ავრცელებს.
„სამშაბათს, სასამართლომ ყოფილი პირველი ლედის, კიმ კონგ-ჰის დაპატიმრების ორდერი გასცა ფასიანი ქაღალდების თაღლითობაში მონაწილეობის, არჩევნებში ჩარევისა და მოსყიდვის ბრალდებით“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
გასული წლის დეკემბერში, სამხრეთ კორეის მაშინდელმა პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სცადა, რის გამოც იმპიჩმენტი გამოუცხადეს. საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტი 4 აპრილს ძალაში დატოვა.
სეულის სასამართლომ იუნ სოკ იოლის დაპატიმრების ორდერი 10 ივლისს გასცა, საომარი მდგომარეობის შემოღების იმავე მცდელობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც იგი მეორედ დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი თავდაპირველად 15 იანვარს დააკავეს, თუმცა მარტში გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ მისი პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.