დიდ ბრიტანეთში ვენსის ვიზიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

დიდ ბრიტანეთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც გაზეთი „გარდიანი“ იუწყება, საპროტესტო აქციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

„დაახლოებით ასი ადამიანი, ძირითადად ქალები, გამოვიდნენ… ღონისძიებაზე, რომელიც ჩარლბერის პარკში „შეაჩერე ტრამპის კოალიციის“ მიერ იყო ორგანიზებული“, – წერს გამოცემა.

„გარდიანის“ ცნობით, მომიტინგეებს ხელში ეჭირათ პლაკატები, რომლებზეც ვენსს შეერთებულ შტატებში დაბრუნებისკენ მოუწოდებდნენ და მის პოლიტიკასა და პოზიციებს აკრიტიკებდნენ.

მანამდე, გაზეთი „ტელეგრაფი“, ბრიტანელი და ამერიკელი ოფიციალური პირების რიგებში ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ ვენსი აგვისტოში ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში დასასვენებლად გაემგზავრებოდა, რაც ორ ქვეყანას შორის სიახლოვის სიმბოლოდ იქცეოდა.

ცნობისთვის, ჯეი დი ვენსი დიდ ბრიტანეთში კერძო ვიზიტით იმყოფება. მანამდე ის დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლემის შეხვდა, რომელთანაც ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო დღის წესრიგი განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები