თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში “თბილსერვის ჯგუფისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება.
აღნიშნულ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
ადვოკატები დამატებითი მტკიცებულებების წარდგენასაც გეგმავენ.
საქმეზე გამოძიება თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას სახელმწიფოს კუთვნილი 5 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები