რუსეთში ქართველ „კანონიერ ქურდებს“ და „დედოვსკი კლანს“ შორის დაპირისპირება მწიფდება – რუსული მედია
როგორც რუსული გამოცემა “პრაიმ კრაიმი“ წერს, ცოტა ხნის წინ ე.წ. კანონიერი ქურდის ბადრი კოღუაშვილის (ბადრი ქუთაისსკის) გამო დაწყებული დიდი დაუსწრებელი გარჩევები “დედოვსკი კლანის“ მხრიდან როვშანისა და ტახის სტატუსთან დაკავშირებულ გარჩევაში გადაიზრდა.
ამ სერიის უკანასკნელი ინციდენტი მოხდა სტამბოლში, როდესაც როვშანი და ტახი რამდენიმე ადამიანთან ერთად იმ სასტუმროში შევარდნენ, სადაც “დედოვსკი კლანის“ სამეგრელოს წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა, ადგილზე მათ მხოლოდ პაატა “მალენკი” დახვდათ, რომელიც ხელშეუხებელი პიროვნებაა, თანაც მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება ჩაითვალოს “დედოვსკი კლანის“ მომხრედ. ასევე იქ იმყოფებოდა როლანდ გეგეჭკორი, რომელსაც თავს დაატყდა დაუპატიჟებელი სტუმრების მთელი რისხვა. მათ ჯავრი როლანდზე იყარეს, ხოლო ამის შემდეგ მომხდურები მალევე გაუჩინარდნენ.
როლანდ გეგეჭკორი და მერაბ მზარელუა, რომლებიც მეთაურობენ “დედოვსკი კლანის“ მეგრელებს, და ვისგანაც, ძირითადად, მოდიოდა ყველა საეჭვო დირექტივა სხვაგვარად ,,მოაზროვნეების“ წინააღმდეგ, კულუარულად შეხვდნენ შაქრო კალაშოვს არსებული სიტუაციის განსახილველად. “ნომერ პირველის“ რეაქცია, როგორც ყოველთვის მსგავს სიტუაციაში, იყო ის, რომ ამ ისტორიის წერტილის დასმა შეეძლო მხოლოდ ,,სხოდკას“, შაქროს მონაწილეობა კი გამოიხატებოდა იმაში, რომ უზრუნველეყო ორივე მხარის დასწრება და კვორუმი.
ამასთან, დღეისათვის ,,დედოვსკი კლანის“ ,,სხოდკის“ მოწყობას ყველაზე მეტად ლობირებს კახა ფარფალია, რომელიც ტახის დაჭერის შემდეგ ლიდერობს თავის მომხრეებს. ახალი ,,ბელადის“ სტატუსით კახამ უკვე მოიზიდა გარკვეული ფულადი სახსრები იმიერბაიკალეთიდან, რომელიც მის კონტროლქვეშაა. მან ასევე აიღო ,,ობშიაკიდან“ თანხა, რომელიც უნდა მოხმარდეს ტახის გათავისუფლებას თავისი პირადი ხელმოწერით. გარდა ამისა, კახა რომ არ დარჩენილიყო მოვლენების მიღმა, აღიარა, რომ ისიც იყო სტამბოლში როვშანთან და ტახისთან ერთად. ამით მან, ფაქტობრივად, ნებაყოფლობით აიღო თავის თავზე ,,კანონიერი ქურდებისთვის“ დამამცირებელი “სტატუსი“.
ქურდული “კანონის” თანახმად, კახა აპირებს “სხოდკაზე“ დაიბაროს ყველა ის პირი, ვინც სტამბოლის ინციდენტის გამო ტახის და როვშანს შეურაცხყოფა მიაყენა – პირველ რიგში კი როლანდი, მერაბი და პაატა, რათა პირადად მოისმინოს მათი ,,პრეტენზიები“.
უკანასკნელი კონსულტაციის გამართვის მიზნით, კახა ფარფალიამ შეკრიბა მისდამი კეთილგანწყობილი ,,გროსმეისტერები“ და, როგორც ჩანს, მათი პოზიციით კმაყოფილიც დარჩა, რადგანაც, ამის შემდეგ უფრო აქტიურად განაგრძო მზადება გადამწყვეტი პარტიისთვის.
ერთგვარი მოთელვის მიზნით, მათ შეხვედრაზე განიხილეს ახალგაზრდა ,,კანონიერების“ – რეზიკოსა (რევაზ უბილავას) და ირაკლი ჯაბუას ცემა და მათზე თავდამსხმელების ქმედება შეაფასეს, როგორც განუკითხაობა. ,,ქურდული გვირგვინით“ დაინტერესებულ ყველა პირს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ,,ქმედების“ ბრძანება მიეცა. გამომდინარე იქიდან, რომ განუკითხაობის მომწყობნი განსაკუთრებით არ მალავდნენ საკუთარ ვინაობას, მათ ქურდული მართლმსაჯულების რისხვა იმაზე ადრე შეიძლება დაატყდეთ თავს, ვიდრე თავად ვარაუდობენ.