“თავისუფალი ზონის წევრები” სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
„თავისუფალი ზონის“ წევრები გიორგი რუხაია და დავით გოგოხია, რომლებიც სამართალდაცველებმა დღეს დააკავეს, ხელწერილით გაათავისუფლეს – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა “თავისუფალი ზონის” წევრები გიორგი რუხაია და დავით გოგოხია დღეს დააკავეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავების მიზეზი მათ მიერ გაჩერებული მოტოციკლეტებიდან, რომელთაც რუსული ნომრები ჰქონდათ, “გეორგიევსკის ბაფთების” ჩამოხსნა გახდა.
როგორც “კვირას” შსს-ში „კვირას“ განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.