შპს ,,ინტელ ფონმა”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა აიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ინტელ ფონის“ განცხადების საფუძველზე ნუმერაციის რესუსრით სარგებლობის ნებართვა გასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია:

„კომპანია ნუმერაციის რესურს, შემდეგ ინდექსზე – 204 0X XX – 204 4X XX, სულ ხუთი ათას სააბონენტო ნომერს ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად გამოიყენებს. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გეოგრაფიული ზონა ქ. თბილისია, ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე“,  – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები