C ჰეპატიტის პრეპარატის პირველი პარტია საქართველოში ერთ კვირაში შემოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში C ჰეპატიტის პროგრამის შესახებ ისაუბრა.
ხუნდაძის განმარტებით, პრეპარატის პირველი პარტია ქვეყანაში ერთ კვირაში შემოვა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ საზოგადოებისთვის დიაგნოსტიკის თანადაფინანსების შესახებ განმარტებაც გააკეთა.
დიაგნოსტირებისას თანადაფინანსებას არა მარტო სოციალურად დაუცველი არამედ სხვა მოქალქეებიც მიიღებენ, განსხვავება კი დაფინანსების რაოდენობაში იქნება.
„C ჰეპატიტის პრეპარატის მწარმოებელ კომპანიასთან უკვე თითქმის ერთი წელია მოლაპარაკება მიდის. ძვირად ღირებული, ანტივირუსული პრეპარატების პარტია საქართველოში უკვე ერთ კვირაში იქნება. პირველ ეტაპზე პრეპარატი გადაეცემათ მათ ვისი მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა და მკურნალობა გადაუდებელია. რის შემდეგაც ეტაპობრივად ის ყველა C ჰეპატიტით დაავადებულს გადაეცემა. არცერთი პაციენტი ამ პრეპარატის გარეშე არ დარჩება, მათთვის ეს წამალი სრულიად უფასოდ გადაეცემათ. ჩვენ მოსახლეობას თანადაფინანსბას გავუწევთ კვლევების ნაწილშიც. თითო პაციენტის დიაგნოსტიკა 480 ლარის ფარგლებშია. 70 000 ქულის ქვემოთ სოციალურად დაუცველი პაციენტებისთვის კი სახელმწიფო დიაგნოსტიკას 70 %-ით დააფინანსებს. იმ პაციენტებს კი, ვინც სოციალურად დაუცველები არ არიან, სახელმწიფო 30%-ით დაუფინანსებს დიაგნოსტიკას. ხუნდაძის განცხადებით, პრეპარატი ძალიან ძვირად ღირებულია, მისი გვერდითი მოვლენები კი მინიმალურია. ამ პრეპარატის მეშვეობით დეპუტატის თქმით, 95%-ში პაციენტის სრულად განკურნება ხდება. ამ პროგრამის განხორციელება, ხუნდაძის თქმით, სოციალურმა სააგენტომ აიღო. „მოსახლეობას შეეძლება სოცსააგენტოს ოფისებში მისვლა. ისინი იქ კვლევებისათვის აუცილებელ ჩამონათვალს და ყველა სახის ინსტრუქტაჟს ადგილზე მიიღებენ. ასევე მოქმედებს „ცხელი ხაზი“ – 1505, რომლის მეშვეობითაც მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ინფორმაციას მიღება“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები