ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 86 მილიონი ლარი დაიხარჯება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა – რეაბილიტაციის მეორე ფაზის შესახებ. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა და თურქულ კომპანია „SMK Ulusal Insaat“-ის გენერალურმა მენეჯერმა, ტაიფუნ კაიაშმა. დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებს ქუთაისში სასმელი წყლის ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე ახალი რეზერვუარისა და სატუმბი სადგურის მშენებლობას. პროექტის განხორციელების ვადა 3 წელია, ხოლო ღირებულება – 86 მილიონი ლარი. პროექტის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს. კონტრაქტორი კომპანია გამოვლინდა საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკის პროცედურების შესაბამისად მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები