26 აპრილს მედია ველორბოლა გაიმართება

2015 წლის 26 აპრილს, მედიაჰოლდინგ gbtimes-ის და რადიო JAKO FM-ის ორგანიზებით, მედია ველორბოლა გაიმართება. ტურნირი სახელწოდებით: „GLOBAL MEDIA CYCLING – მსოფლიო მედია ჯანსაღი ცხოვრებისთვის“ პირველი საერთაშორისო ტურნირია, რომელშიც მონაწილეობენ მოყვარული მედია ველომრბოლელები საქართველოდან და ევროპის ათამდე ქვეყნიდან. ველოტურნირის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტების შემდგომ თანამშრომლობას. ტურნირი თბილისის ზღვის 11 კმ-იან მონაკვეთზე აიღებს სტარტს და 12 კილომეტრიან დისტანციაზე გასტანს. ველოტურნირი უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით გაიმართება.
„GLOBAL MEDIA CYCLING-ის ყველა მონაწილეს სადაზღვეო კომპანია „არდი“ აზღვევს. პირველი და მეორე ადგილის მფლობელები (ბიჭებს და გოგონებს შორის) დასაჩუქრდებიან პრიზებით gbtimes-გან და სასაჩუქრე ვაუჩერებით და ფულადი პრიზებით პარტნიორებისგან. პირველ ადგილზე გასულ ბიჭსა და გოგოს გადაეცემა ერთ კაციანი საგზურები მყინვარწვერზე „Toba Travel“-სგან. ველო მედიატურნირის მხარდაჭერები არიან: თბილისის მერია, “Horeca Management group”, „Skoda Auto Georgia“, „ელიტ ელექტრონიქსი“, ტურისტული კომპანია „Toba Travel“, “Explore Outdoor”, “Smart”, “ Dunkin’ Donuts”, “Wendy’s”. ველო მედიატურნირი ყოველწლიურად გაგრძელდება და მომავალ წლებში მასში, მედიის წარმომადგენლების გარდა, ნებისმიერი მსურველი ჩაერთვება. Gbtimes-ი, როგორც საერთშორისო მედიაჰოლდინგი ყოველთვის მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის 15 ქვეყანაში. ეს გახლავთ საქართველოში „ჯიბითაიმსის“ რიგით მეორე ღონისძიება. პირველი იყო მუსიკალური პროექტი, ამჯერად კი სპორტული ღონისძიება, რომელიც რადიო „ჯაკოსთან“ ერთად კეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები