საქართველომ ინდოეთიდან გამოწვევა მიიღო (ვიდეო)
„საქართველო, გაიცინე, სიცილში გიწვევთ“
სიცილის კარნავალთან დაკავშირებით საქართველომ გამოწვევა ინდოეთიდან მიიღო. „საქართველო, გაიცინე, სიცილში გიწვევთ“, – ამგვარია მოწოდება ინდოეთიდან.
მსოფლიო 3 მაისს სიცილის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ჟურნალისტებისა და მსოფლიო სიცილის ლიდერის მაგნოს ინიციატივით საქართველოც უერთდება.
3 მაისს საკარნავალო კოსტიუმირებული მსვლელობა გაიმართება – ჯამბაზებით, ზღაპრის გმირებით, საკარნავალოდ შემოსილი ადამიანებით.
სიცილის კარნავალზე ფულს სიცილი ჩაანაცვლებს. სიცილზე გაიყიდება ტკბილეული, გამაგრილებელი სასმელები, სათამაშოები, საკარნავალო აქსესუარები…
წყარო: http://www.newposts.ge