სურსათის ეროვნული სააგენტო საკვებში აღმოჩენილ ცხენის ხორცთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
რამდენიმე დღის წინ შპს-ში „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“ ხინკალსა და აფხაზურაში აღმოჩენილ ცხენის ხორცთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით განმარტებას აკეთებს.
სააგენტოს განმარტებით, აღნიშნულ რესტორანს არაფერი აქვს საერთო ლუდის კომპანია „ყაზბეგთან“ და შალვა დადიანის 8-ში მდებარე სახინკლე შპს „ველიამინოვთან“.
„შალვა დადიანის 12-ში მდებარე „ყაზბეგის რესტორანი ველიამინოვზე“ დამოუკიდებელი ობიექტია და სახელწოდებაში არსებული სიტყვათა წყობის გარდა, არაფერი აკავშირებს ლუდის კომპანია „ყაზბეგთან“ და სახინკლე „ველიამინოვთან“, – აცხადებენ სააგენტოში.