უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ცხედარს სამშობლოში 24 აპრილს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, გიორგი ჯანელიძის ცხედარს სამშობლოში პარასკევს, 24 აპრილს ჩამოასვენებენ. როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაღუპული ჯარისკაცის მეუღლე დღეს კიევში გაემგზავრა. მათივე ინფორმაციით, ჯანელიძის საქართველოში გადმოსვენებამდე კიევში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ქართველი მებრძოლის დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს საგარეო საქმეთ სამინისტრო დაფარავს. გიორგი ჯანელიძე დონეცკის ოლქის სოფელ შიროკინოსთან მომხდარი შეტევის დროს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები