თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში-ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), უცნობი ქუჩის, ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მინდელის, გამრეკელის, გაბაშვილის და ქავთრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ნუცუბიძის, უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კალანდაძის და იოსებიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ ნაძალადევის რაიონში ცოტნე დადიანის, ალილუევის, ჩოდრიშვილის, ასკურავას, კიკნაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის, ჩოხატაურის, ჩხიკვაძის და ხიმშიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე შეზუდვით მიეწოდება ელექტროენერგია 11:00 საათიდან 15:00 საათამდე გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ სამხედრო ქალაქის, ქეთევან წამებულის გამზირის, ჰოლბრუკის, საექიმოს, ნავთლუღის, ბერი გაბრიელ სალოსის, დოდაშვილის და ჭრელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვები შეეხება ასევე ვაზისუბნის დასახლების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის, აბაშიძის და თვალჭელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ხომლელის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. შეზღუდვები იქნება ასევე მთაწმინდის რაიონშიც. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კოსტავას და ღამბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სამტრედიის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კაბელების გამოკვლევის მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, ტრანსპორტის, დავით ბაქრაძის და კარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ გლდანის VII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია “თელასი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები