დღეს C ჰეპატიტის პროგრამა დაიწყო – საქართველოს მთავრობამ კომპანია “გილეადთან” მემორანდუმი გააფორმა

დღეს C ჰეპატიტის პროგრამა დაიწყო. საქართველოს მთავრობამ კომპანია “გილეადთან” მემორანდუმი გააფორმა. პროგრამის მიზანი საქართველოში დაავადების ელიმინაციაა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას განმარტებით, პირველ რიგში, იმ პირთა მკურნალობა დაიწყება, რომელთა მდგომარეობაც განსაკუთრებით მძიმეა. “ეს არის უნიკალური შემთხვევა, მართლაც, უპრეცედენტო. მსგავსი პროექტი არსად შესრულებულა და არსად ყოფილა. პირველად საქართველოში მოხდება C ჰეპატიტის ელიმინაცია. პროექტი 4-5 წელი გაგრძელდება, პირვლ ეტაპზე ჩაერთვებიან ის პაციენტები, რომლებსაც ღვიძლი აქვთ დაზიანებული. ლაპარაკია 5 ათას პაციენტზე”,-განაცხადა კვარაცხელიამ.
აღსანიშნავია, რომ ინფიცირებული ადამიანების რეგისტრაცია სოციალური მომსახურების სააგენტოებში მოხდება. სწორედ სააგენტოებს უნდა მიაკითხონ იმ ადამიანებმა, ვისაც პროგრამაში ჩართვა სურთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები