21 აპრილს Mercedes Benz Fashion Days Tbilisi-ს პრესკონფერენცია გაიმართება
21 აპრილს, 12:00 საათზე სასტუმრო „Rooms“-ში Mercedes Benz Fashion Days Tbilisi-ს პრესკონფერენცია გაიმართება.
პირველად საქართველოში მოდის კვირეული MERCEDES BENZ FASHION DAYS TBILISI გაიმართება, რომელიც 1 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით ჩატარდება. მოდის კვირეულის ფარგლებში თბილისი როგორც ქართველ, ასევე სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერებს უმასპინძლებს.
მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება ორი საერთაშორისო პროექტი: ხელოვნების ფესტივალი ArtGeorgia და საერთაშორიოსო კონკურსი Benext-ი. ღონისძიების მხარდამჭერია საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი “კვირა”.