ბათუმში მოსწავლეები იმიტირებული გამოძიების პროცესს გაეცნენ
ბათუმის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, იმიტირებული გამოძიების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დათვალიერება განხორციელდა. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა და ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შსს-ს ექსპერტსა და გამომძიებელთან ერთად შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს. მოზარდები ავტომანქანის ქურდობის ფაქტის შესწავლის მაგალითზე ექსპერტების საქმიანობას გაეცნენ, კერძოდ, როგორ ხდება ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან კვლების აღება და მათი დამუშავება.
მთავარი პროკურატურის ცნობით, ღონისძიება პროექტ „საზოგადოებირივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და დანაშაულთან ბრძოლაში საზოგადოების როლის გაცნობიერებას, სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებასა და დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად.