თბილისის 207 – ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა
თბილისის 207 – ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა – ამის შესახებ „კვირას“ სკოლის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა. მისი თქმით, სასწავლო პროცესის ჩაშლის მიზეზი ხელყუმბარა გახდა, რომელიც სამართალდამცველებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
„დღეს, 9.30 წუთზე სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სკოლის ღობიდან 60 მეტრის დაშირებით სამართალდამცველებმა ხელყუმბარა აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო და კონოლოგთა ჯგუფი მუშაობდა. კინოლოგებმა გაგვაფრთხილეს, რომ უსაფრთხოების მიზნით მოსწავლეები შენობიდან გაგვეყვანა. სწორედ ამის გამო, სასწავლო პროცესი დროებით შევაჩერეთ. მშობლებმა კი, ვინც ეს ამბავი შეიტყო, ემოციურ ფონზე დაწყებითი კლასის მოსწავლეები სახლში წაიყვანეს. მას შემდეგ, რაც საგამოძიებო მოქმდება შემთხვევის ადგილზე შეწყდა, სასწავლო პროცესი განახლდა“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას სკოლის დირექტორმა.
მისი თქმით, სასწავლო პროცესი 207 -ე საჯარო სკოლაში ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში გლდანი-ნაძალადევის რაიონში სამართალდამცველებმა ნაღმი აღმოაჩინეს. ხელყუმბარა 207-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. 112-ში შეტყობინება ანონიმურად შევიდა. გამნაღმველებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს. შემთხვევის ადგილიდან, სავარაუდოდ, ამოღებულია F1 ტიპის ხელყუმბარა. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვას ითვალისწინებს. თბილისში გლდანი-ნაძალადევის რაიონში ნაღმია აღმოჩენილი. ხელყუმბარა 207-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. 112-ში შეტყობინება ანონიმურად შევიდა. გამნაღმველებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს. შემთხვევის ადგილიდან, სავარაუდოდ, ამოღებულია F1 ტიპის ხელყუმბარა. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვას ითვალისწინებს.