C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატები საქართველოში კვირის ბოლომდე შემოვა

C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის პირველი პარტია საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლოს შემოვა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სწორედ იმ პირთა მკურნალობა დაიწყება, ვისი მდგომარეობაც განსაკუთრებით მძიმეა. “ხვალ, 21 აპრილს საქართველოს მთავრობასა და კომპანია “გილეადს” შორის ხელი მოეწერება მემორანდუმს. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ხვალიდან დაიწყება რეალურად უპრეცედენტო პროექტი, რომლის მიზანიც იქნება ყველა დაავადებულის მკურნალობა. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი შესაძლებლობა ეძლევა. მიმდინარე კვირის ბოლოს ჩამოვა პრეპარატების პირველი პარტია – 8 ათასი ფლაკონი, რომლითაც, პირველ რიგში, დავეხმარებით მათ, ვისაც ყველაზე მძიმე მდგომარეობა აქვთ”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები