საცხოვრებელი ფართები კიდევ 480 დევნილს დაუკანონდება
დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები კიდევ 480 დევნილს დაუკანონდება. აღნიშნულ საკითხს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. რამდენადაც ცნობილია, სახელმწიფო უსასყიდლოდ 480 დევნილს გადასცემს საცხოვრებელ ფართებს, რომლებსაც ისინი მართლზომიერ მფლობელობაში ფლობდნენ. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია ფართებზე, რომლებიც თბილისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ფოთში და სენაკში მდებარეობს.