თბილისის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. სააქციო საზოგადოება “თელასის” ცნობით, 20 აპრილს დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება დიდუბის, მთაწმინდის, ვაკის, ისნის, საბურთალოს, ჩუღურეთის, სამგორის, გლდანის, ნაძალადევის რაიონებში.
კერძოდ, დიდუბის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I და VI მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვირსალაძის, ათონელის, ასათიანის და ჭანტურიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მარუხის გმირთა, მცხეთის, შატბერაშვილის, რადიანის, აბაშელის, ტიციან ტაბიძის, რაზმაძის და არაყიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქის, ქეთევან წამებულის გამზირის, ჰოლბრუკის, საექიმოს, ნავთლუღის, ბერი გაბრიელ სალოსის, დოდაშვილის და ჭრელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ონიაშვილის, კანდელაკის, ლვოვის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, ლომონოსოვის და ვაზისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჩუბინაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მოსკოვის გამზირის IV კვარტლის და ვარკეთილის მასივის III მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მუხიანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხეხილსანერგე მეურნეობის, ზედამზის, ლაითურის, ბუგეულის, თოდრიას, გორდის და ხერთვისის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.