ბიძინა ივანიშვილი: ბიონარკოტიკების მოხმარება 90%-ით, ე.წ. კრაკადილის კი 99%-ით შემცირდა

გაეროს ანგარიშში მუდამ ხვდებოდა საქართველო, როგორც ნარკოტიკების ერთ-ერთი ძირითადი ტრანზიტული ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 20/30“-ში განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშში ამ კუთხით საქართველო დადებით კონტექსტშია მოხსენიებული და ნათქვამია, რომ ეს არის ერთ-ერთი ქვეყნაა, რომელიც ებრძვის ნარკოტრაფიკს.
„გაეროს ანგარიშში მუდამ ხვდებოდა საქართველო, როგორც ერთ-ერთი ძირითადი ტრანზიტული ქვეყანა ნარკოტიკების. ტონებით ნარკოტიკები გადიოდა საქართველოზე და ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ ანგარიშში ყოველთვის ცუდ კონტექსტში ხვდებოდა. აშშ-ის დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშში საქართველო უკვე მოიხსენიება პოზიტიურ კონტექსტში, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ამ მიმართულებით ქვეყნის მდგომარეობა“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ბიონარკოტიკების მოხმარება 90%-ით და ე.წ. კრაკადილის კი 99%-ით შემცირდა, ამის მიზეზი კი გასულ წელს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები