უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე კონფლიქტის ზონიდან გამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე კონფლიქტის ზონიდან გამოასვენეს. რამდენადაც ცნობილია, ცხედრის გამოსვენება ქართველი და უკრაინელი მებრძოლების მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მოხერხდა.
“მთელი დღის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა გამოყვანა, რადგან აქტიური საბძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. “აზოვის” დაზვერვამ შენიშნა, რომ მოწინააღმდეგის მიერ ჩასაფრების მოწყობის მცდელობა ხდებოდა, იმიტომ, რომ იცოდნენ, ცხედრის გამოსაყვანად აუცილებლად ვიღაც შევიდოდა. ქართველმა მებრძოლმა დამიდასტურა, რომ უკვე ცხედარი გამოყვანილია ბრძოლის ველიდან”, – განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა ზაურ ნებიერიძემ.
შეგახსნებეთ, გიორგი ჯანელიძე ბატალიონ “აზოვის” წევრი იყო. ის გუშინ სოფელ შიროკინოსთან ბრძოლაში დაიღუპა.