კოტე თოლორდავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს – ფოტოკოლაჟი
მსახიობი კოტე თოლორდავა საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვას მისი მეგობრები, კოლეგები, ოჯახის წევრები, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები დაესწრნენ. მანამდე ქაშუეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, სადაც მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
ქაშუეთის ტაძრიდან გამოსვენების შემდეგ მსახიობი თეატრალურ უნივერსიტეტთან დაასვენეს, საიდანაც ახლობლებმა და მეგობრებმა მსახიობი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. სამგლოვიარო ცერემონიის გამო დროებით შეზღუდული იყო მოძრაობა რუსთაველის გამზირზე.
მსახიობი კოტე თოლორდავა 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.