სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში დღეს 2000-მდე წიგნი შეიტანეს

სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში დღეს 2000- მდე წიგნი შეიტანეს. წიგნები 1 თვის განმავლობაში გროვდებოდა. აქცია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციტივით განხორციელდა. მსჯავრდებულებს წიგნები მერვე დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშილმა პირადად გადასცეს. „წიგნი – გისოსებს მიღმა“ – ამ აქციის წამოწყების საფუძველი სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-8 საპყრობილიდან პატიმრის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე შემოსული განცხადება გახდა. „ქალბატონო ეკა, მოგმართავთ 53 წლის პატიმარი – ოდნავ უცნაური თხოვნით. ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა…. ალბათ არ დაგამძიმებთ, რომ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ რამდენიმე წიგნი. მეც და ჩემი თანასაკნელებიც მადლიერები დაგრჩებით“, – ამ წერილით ერთ-ერთი მსჯავრდებული ეკა ბესელიას, სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკის განახლებას თხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები