მოზარდი, რომელიც მე-8 სართულიდან გადახტა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება
მუხიანის დასახლებაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 14 წლის ბიჭის მდგომარეობა კრიტიულად მძიმეა.
იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ბავშვს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მუხიანის დასახლებაში ტრაგედია წუხელ დატრიალდა. მე-3 მიკრო რაიონში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან 14 წლის მოზარდი გადახტა.
ფაქტის შემდეგ მოზარდის მამამ ორლულიანი თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რაც შეეხება მოზარდს, თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ ის მე-8 სართულიდან გადმოხტომის შემდეგ ადგილზე გარდაიცვალა. თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა.