ქართველი მებრძოლის გადმოსვენების პროცედურებს საელჩო მისი ბრძოლის ველიდან გამოყვანის შემდეგ დაიწყებს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის გიორგი ჯანელიძის გადმოსვენების პროცედურებს საქართველოს საელჩო უკრაინაში მისი ბრძოლის ველიდან გამოყვანის შემდეგ დაიწყებს.
საქართველოს კონსული უკრაინაში ირაკლი აგლაძე ადასტურებს, რომ გარდაცვლილის გამოყვანა კონფლიქტის ზონიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მისი თქმით, ის ქართველი მებრძოლებისგან ელოდება ინფორმაციას ჯანელიძის ცხედრის გამოყვანის შესახებ, რის შემდეგაც საელჩო გადმოსვენების პროცედურებს დაიწყებს.
„ჯანელიძის თანამებრძოლებისგან დავაზუსტე, რომ ეს ადამიანი ნამდვილად დაიღუპა გუშინ ბრძოლის დროს. ველოდები მისი თანამებრძოლების ზარს, ისინი დაგვიდასტურებენ, რომ გამოყვანილია და ვეცდებით გადმოსვენების პროცედურების მოგვარებას“, – განაცხადა „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას ირაკლი აგლაძემ.
გიორგი ჯანელიძე საბრძოლო მოქმედებების შედეგად შიროკინოში გუშინ დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები