სამებაში სირიასა და ერაყში დაღუპულ მართლმადიდებელ ქრისტიანთა სულის საოხად ლოცვა აღევლინა
სამების საკათედრო ტაძარში სირიაში, ერაყში, საქართველოსა და ზოგადად მსოფლიოში მშვიდობისათვის ლოცვა აღევლინა. ასევე ლოცვა აღევლინა სირიასა და ერაყში დაღუპულ მართლმადიდებელ ქრისტიანთა სულის საოხად. ამ თემაზე დღეს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ იქადაგა. “თქვენ იცით რა ხდება სირიაში, ეგვიპტეში, ერაყში. ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ, ადამიანები ერთმანეთს თავს აჭრიან, ახრჩობენ, შეურაცხყოფას აყენებენ. ჩვენ ვლოცულობთ ამ გაჭირვებული ადამიანებისთვის. შევთხოვთ უფალს, რომ ეს მტრობა მეგობრულ ურთიერთობად აქციოს, ეს მტრობა ძმობად გადააქციოს. შევთხოვთ უფალს, რომ ძალი ერსა თვისსა მისცეს და მოგვცეს ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობა ადამიანთა შორის”, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.