ქაშუეთში კოტე თოლორდავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ქაშუეთის ეკლესიაში მსახიობ კოტე თოლორდავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
პანაშვიდზე მისი მეგობრები, ახლობლები, კოლეგები, რიგითი მოქალაქეები მიდიან. ქაშუეთის ტაძარში ამ წუთებში კოტე თოლორდავას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი იმართება. სამოქალაქო პანაშვიდი 15:00 საათამდე გაგრძელდება. რის შემდეგაც, მსახიობს ტაძრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. მსახიობი კოტე თოლორდავა 11 აპრილს მოსკოვში გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობის ცხედარი სასტუმროს ნომერში იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები