ასურელი ბაშვების წამების ამსახველი ფოტოების გავრცელების შემდეგ შეშინებულმა მოზარდებმა პედიატრს მიმართეს
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, ასურელი ბაშვების წამების ამსახველი ფოტოების გავრცელებისგან თავი შეიკავონ. პედიატრის თქმით, აღნიშნული ფოტების გავრცელების შემდეგ ბევრ მოზარდს ფობიები და შფოთვა გაუჩნდა. როგორც მამუჩაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მასთან ვიზიტით რამდენიმე მოზარდი იმყოფებოდა. მოზარდები ამბობდნენ, რომ ღამით ვერ იძინებენ და ეშინიათ, არ დაემართოთ იგივე, რაც ინტერნეტში ნახეს. პედიატრის თქმით, მას რამდენიმე მშობელმაც დაურეკა და მოზარდის იგივე პრობლემაზე ესაუბრა.
„ყველა თხემით ტერფამდე შეგვძრა ასურელ ბავშვთა წამების ამსახველმა ფოტოებმა. ვიზიარებთ, ვწერთ კომენტარებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ფეისბუქზე წვდომა აქვთ მოზარდებსაც. ამ დღეების განმავლობაში ბევრი მოზარდი ვნახე, ზოგი მირეკავს ისტერიამდე დასული. მათ გაუჩნდათ ფობიები და შფოთვა. მათ ხომ ძირითადად ლაბილური ნერვული სისტემა და მგრძნობიარე ფსიქიკა აქვთ. იქნებ ამ ფოტების გაზიარებისაგან თავი შევიკავოთ. როგორც მე ვხედავ ყველას გვერდზე მრავლად არის ეს ფოტოები. გავუფრთხილდეთ მოზარდებს, ნუ მივიყვანთ ფსიქიურ აშლილობამდე“, – ამბობს პედიატრი.