ბესო ხვედელიძის “ცხოველთა რვეულის” პრეზენტაცია გაიმართა

გუშინ ცნობილი ქართველი მწერლის ბესო ხვედელიძის ახალი წიგნის “ცხოველთა რვეულის” პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ “ლიგამუსში” შედგა. როგორც ხვედელიძე აცხადებს, “ცხოველთა რვეულში” მთავარი სათქმელი სწორედ ცხოველების ენით არის გადმოცემული. მთავარი გმირები ცხოველები არიან და არა ადამიანები. “ამ წიგნის იდეა ჩემი ნეპალში ყოფნისას წარმოიშვა. სწორედ იქ გავიგე, რომ საქართველოში ძაღლების ხოცვა დაუწყიათ, ეს წიგნი ჩემთვის სოლიდარობის ნიშანივით არის. “ცხოველთა რვეული” ეს არის ალეგორიული და მეტაფორული წიგნი, რომელშიც შესულია რვა მოთხრობა. სწორედ ამიტომ ჰქვია მას რვეული. ის აერთიანებს მოთხრობებს, რომლებშიც მთავარი მოქმედი პერსონაჟები სწორედ ცხოველები და ფრინველები არიან. ისინი გადმოსცემენ იმ მთავარ სათქმელს, რომელსაც როგორც წესი, ჩვეულებრივ მოთხრობებში ადამიანები ამბობენ. ადამიანების ნაცვლად წინა პლანზე არიან ცხოველები. ისინი ასრულებენ მთავარ როლებს”, – განაცხადა ხვედელიძემ “კვირასთან” საუბრისას.

11160081_1570286083222963_566627794_n

11160169_1570286079889630_692953584_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები