ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
20 აპრილს, 18:00 საათზე საქველმოქმედო ფონდი „ლიბერალური კვალის“ ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით გაიმართება ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებიდან შემოსული შემოწირულობა სრულად მოხმარდება ფონდის მიერ მოძიებულ 4 სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 40 ნამუშევარი, როგორც კარგად ცნობილი მხატვრების, ასევე იმ სტუდენტთა ნამუშევრები, რომლებიც წარმატებით სწავლობენ თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ნამუშევრების ფასი სიმბოლურია – 100 GEL – 200 GEL.