თბილისის საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია – „მუსიკალური იდენტობა და კულტურათა გზაჯვარედინი“
17-19 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდება თბილისის საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია „მუსიკალური იდენტობა და კულტურათა გზაჯვარედინი“. კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ექსპერტები და პროფესიონალები – სახელგანთქმული პროფესორები, მეცნიერები, მუსიკოსები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნებიან აღიარებული ექსპერტები აშშ-დან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, თურქეთიდან, ირანიდან. თბილისის საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია 2015 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორის მხარდაჭერით დაარსდა. საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელია კონსერვატორიის რექტორი, პროფესორი რევაზ კიკნაძე. კონფერენცია 17-18 აპრილს კონსერვატორიის საკონფერენციო დარბაზსა და კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში გაიმართება.