ხელოვნების სასახლეში ვერნერ რუდიგერის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს
ხელოვნების სასახლეში თანამედროვე გერმანელი მხატვრის ვერნერ რუდიგერის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს. თანამედროვე გერმანელმა მხატვარმა საქართველოში მოგზაურობას ნახატების სერია მიუძღვნა. ექსპოზიცია საქართველოს ისტორიული ძეგლების თემაზე შექმნილ 40-მდე ნახატს აერთიანებს. კოლექცია თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში 22 აპრილამდე იქნება გამოფენილი.