„მოგზაურობა აღმოსავლეთის აჭარაში“- ფოტოგამოფენა გაიმართება

18 აპრილს, 18:00 საათზე, კავკასიურ სახლში ნათელა გრიგალაშვილის ფოტოგამოფენა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოისტორიები, მოყოლილი აჭარელი ეკომიგრანტის ყოველდღიურობა, მიგრაციის პრობლემები, თან წამოყოლილი კულტურული ელემენტები და ქალური ცხოვრების სიუჟეტები.
როგორც ცნობილია, აჭარელი ეკომიგრანტების ექვსასამდე ოჯახია გადასახლებული წალკის მუნიციპალიტეტში, მათ შორის, დაახლოებით 39 ოჯახი – სოფელ ავრანლოში. წალკაში ეკომიგრანტების ჩასახლება 1997 წლიდან დაიწყო და ეტაპობრივად გრძელდებოდა. სოფლის სოციოლოგთა კლუბი დაინტერესდა აჭარელი ეკომიგრანტების დღევანდელი ყოფით. პროექტი დაფინანსებულია „კავკასიური სახლისა“ და ევროპული ფონდის „ჰორიზონტის“ მიერ. პროექტის მხარდამჭერია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები