„ორი უცნაურის ნაფიქრალი“ – გამოფენა გაიხსნება
17 აპრილს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში მაკა ჟდანოვასა და ელენე რამიშვილის გამოფენა სახელწოდებით: „ორი უცნაურას ნაფიქრალი“ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული ტილოები და ქანდაკება. მხატვრების ნამუშევრებში ასახულია თანამედროვეობსი პრობლემები, რომლებსაც დამთვალიერებელი სხვადასხვა კუთხით აღიქვამს. ნამუშევართა ორიგინალურობა ვლინდება როგორც თემატიკაში, ასევე შესრულების ტექნიკასა და მანერაში. მაკა ჟდანოვას შემოქმედებას დამთვალიერებელი პირველად გაეცნობა, ხოლო ელენე რამიშვილის ნამუშევრები ხშირად იფინებოდა საქართველოში. გამოფენის საშუალებით საზოგადოება გაიცნობს იმ ავტორთა შემოქმედებას, რომლებიც სიახლის ძიებაში თემასთან ერთად ახალ ფორმასაც განავითარებენ. გამოფენა 28 აპრილამდე გაგრძელდება.