ფილმ „ბუნების მუსიკის“ ჩვენება გაიმართება
17 აპრილს, 17:00 საათზე ქუთაისში, კინოთეატრ სულიკოს დარბაზში გიორგი დვალიშვილის ფილმის „ბუნების მუსიკა“ ჩვენება გაიმართება. ფილმში გამოყენებულია რეალური კადრები, რომელიც ასახავს მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდის“ თავგადასავალს, ეკოლოგიურ პრობლემებსა და მღვიმეში აღმოჩენილი უნიკალური ფორმების კვლევას.