მერაბ კოკოჩაშვილს „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა
14 აპრილს კინოს სახლში სახალხო არტისტისა და ცნობილი რეჟისორის მერაბ კოკოჩაშვილის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რეჟისორს სამინისტროს სპეციალური ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.