ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, დედაენის დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწყებს უპრეცედენტო ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტს „ცოცხალი წიგნები“. პროექტის პრეზენტაცია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებას გაუძღვნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე და პროექტის კურატორი – მარიამ წიკლაური.

პროექტი „ცოცხალი წიგნები“ გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში, თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა პოეზიის საღამოები, გაიმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. მწერლები ესტუმრებიან რეგიონის საპატიო, ხანდაზმულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბაშვთა სახლებს, საჯარისო-სამხედრო ნაწილებს, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს. შეხვედრები გაიმართება არაქართულენოვან მოსახლეობასთანაც. რეგიონებში ვიზიტისას, მწერლები ასევე ეცდებიან ნიჭიერი ადგილობრივი შემოქმედების გამოვლენას. პროექტში აქტიურად იქნება ჩართული საგამომცემლო სექტორიც. მოეწყობა ლოკალური წიგნის ბაზრობები – მწერლები თავად მოგვევლინებიან გამავრცელებლის როლში. თავიანთ საავტორო წიგნებთან ერთად, ისინი წარადგენენ და პოპულარიზაციას გაუწევენ კოლეგების შემოქმედებასაც. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი „მწერლის დღიურები“. პროექტი ოთხ ეტაპად განხორციელდება და წლის განმავლობაში, მასში მონაწილეობას მიიღებს სულ 75 მწერალი. პირველ შეხვედას თანამედროვე ქართველი მწერლებით დაკომპლექტებული 5-კაციანი მობილური ჯგუფი 14 აპრილს, შიდა ქართლის რეგიონში გამართავს. მათ შემადგენლობაში არიან: ირაკლი ლომოური, ნინია სადღობელაშვილი, ცირა ყურაშვილი, ბექა ქურხული, კატო ჯავახიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები