„სახით უსახლკაროებისაკენ“ – პროექტის პრეზენტაცია გაიმართება
დღეს, 13:00 საათზე, სოციალური პროექტის – „სახით უსახლკაროებისაკენ“ პრეზენტაცია გაიმართება. პროექტის მიზანია თბილისის მასშტაბით საქართველოს მოქალაქეთა სოციალურად დაუცველი ფენის გამოვლენა, „უსახლკარო მოქალაქეთა“ მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა . პროექტის ძირითადი ამოცანაა საკანონმდებლო ინიციატივის ფორმირება, რათა საბოლოოდ ხელი შეუწყოს საქართველოში ევროპული ტიპის სოციალური უზრუნველყოფისათვის საჭირო რეგულაციების დამკვიდრებას. პროექტი არასამთვრობო ორგანიზაციების „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“, „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი“ და როზა ლუქსემბურგის (გერმანია) ფონდის ერთობლივი სოციალური პროექტია.