ია მაკასარაშვილმა სამგორის მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ია მაკასარაშვილმა, ბიუროს თანამშრომლებთან და ,,ქართული ოცნების” აქტივთან ერთად საკუთარი სახსრებით სააღმდგომო ნობათი გადასცეს სამგორის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. მათ შორის იყვნენ მრავალშვილიანი, მარჩენალდაკარგული, სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეები.