ერთადერთი ქალი რეინჯერი მთელ საქართველოში

მოთმინება, ხიბლი და კარგი იუმორის გრძნობა – ყველა ის თვისებებია, რაც პარკის რეინჯერს უნდა ჰქონდეს. გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახური სალომე იდოიძეზე წერს.
“სალომე 23 წლის, ერთადერთი ქალი რეინჯერია, რომელიც თუშეთის ეროვნულ პარკში მსახურობს.

როდესაც სალომეს შევხვდით, მან მოგვიყვა, რომ ერთხელ, მშრალ ხიდზე წავიდა და გამყიდველს უთხრა, მისთვის ცხენის მათრახი მიეყიდა.  გამყიდველმა არ დაუჯერა, ვერ წარმოიდგინა, რომ გოგონას ცხენი ჰყავდა.  სალომემ მას ფოტოები აჩვენა, სადაც ცხენით ჯირითობს და მისი რეინჯერობის ამბავი მხოლოდ ამის შემდეგ ირწმუნეს…

სალომე 23 წლისაა, თუმცა უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. დღეს ის თუშეთის ეროვნული პარკის ცნობილი რეინჯერია.

“თავიდან ყველას უკვირდა, როდესაც იგებდნენ რომ ქალი რეინჯერი არსებობს. ხშირად მისვამენ შეკითხვებს, როგორ შეიძლება, რომ გოგონამ გააკონტროლოს სიტუაცია მთელ პარკში “, – აღნიშნავს სალომე.

ხანდახან, როდესაც სალომე მწყემსებს ხვდება, ისინიც გაოგნებულები რჩებიან – უკვირთ გოგონას ამ უჩვეულო ამპლუაში ხილვა.
სალომეს ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა, რეინჯერი გამოსულიყო და როგორ დაიწყო მისი საქმიანობა ამ სფეროში. გვითხრა, რომ მან მიიღო ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობა, როდესაც ის ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ ის იყო რეინჯერთა რეზევრში, მოგვიანებით გამოცხადდა რეინჯერის ვაკანსია და ამ პოზიციაზე აიყვანეს.
სალომე გვიყვება, თუ როგორ ასწავლიდა მამამისი ცხენით ჯირითს, როდესაც ის ძალიან პატარა იყო. ფაქტიურად ცხენებთან ერთად ვიზრდებოდი, – იხსენებს სალომე, – ძალიან კარგად უნდა იცოდე ცხენით ჯირითი, რადგან, თუ ვერ აკონტროლე ცხენი, ძალიან დიდი შანსია,  ჩამოვარდე და დაეცე…მე მიყვარს ცხენები, მთები და ფოტოგრაფია… არასოდეს ვტოვებ სახლს Nikon-ის კამერის გარეშე“, – აღნიშნავს სალომე.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ სურათებს იღებს, მას ჯერჯერობით პერსონალური გამოფენა არ ჰქონია. ამ ზაფხულს გეგმავს, უცნობ ხალხს გადაუღოს ფოტოები და გამოფენა მოაწყოს.
როგორც თუშეთის ეროვნული პარკის სხვა რეინჯერებს, სალომესაც აქვს ხელფასი, რომელსაც CNF უხდის. CNF-მა ახლახან ვიზიტორთა ცენტრის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, შეიძინა მანქანები და სხვადასხვა აღჭურვილობა. ასე, რომ გოგონა სამუშაო პირობებს არ უჩივის.
დამშვიდობებისას სალომემ   თუშეთში დაგვპატიჟა და დაგვპირდა, რომ დაგვათვალიერებინებდა თუშურ კოშკებს და ადგილობრივი სოფლების ულამაზეს აივნებს…”, –   ასეთია რეინჯერი გოგონას ისტორია, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გვიამბო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები