თარაშ შურღაიამ მოსახლეობას აღდგომის დღესასწაული მიულოცა

თარაშ შურღაიამ რაიონის მოსახლეობას აღდგომის დღესასწაული მიულოცა

დიღმის მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა თარაშ შურღაიამ რაიონის მოსახლეობას აღდგომის დღესასწაული მიულოცა. დეპუტატის და დიდუბის რაიონის გამგეობის ძალისხმევით დიღმის მასივის უფასო სასადილოების 3 ათას ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი გადაეცა. შეჭირვებული მრევლისთვის კი ეკლესიებს 770 სასაჩუქრე კალათი დაურიგდა.
თარაშ შურღაია მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა, დამდეგი დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები