ონში სტიქიის შედეგად მიღებულ ზარალს ითვლიან

დღეს, ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლობჯანიძე, გამგებლის მოადგილე მერაბ ორდინიძე და არქიტექტურის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები სტიქიის ზონებში იმყოფებოდნენ. მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ადგილზე არსებული ნაპირდამცავი ობიექტები შემოწმდა, ჩატარდა სტიქიის საწინაღმდეგო ღონისძიებები და უკვე შესაძლებელია უსაფრთხო გადაადგილება ყველა მიმართულებით. ამჟამად მიმდინარეობს ზარალის დათვლა და ისახება სამომავლო გეგმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები