სააღდგომოდ პრეზიდენტი პატიმრებს შეიწყალებს
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის ინფორმაციით, სააღდგომოდ პრეზიდენტი პატიმრებს შეიწყალებს.
ქორიძის ინფორმაციით, კომისიამ 420-მდე განცხადება განიხილა და რეკომენდაციები პრეზიდენტს უკვე გადაუგზავნა, თუმცა, გიორგი მარგველაშვილს შეწყალებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, შესაბამისად, უცნობია რამდენი ადამიანი დატოვებს საპატიმროს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით.
სავარაუდოდ, პატიმრების შეწყალება უახლოეს დღეებში მოხდება.
ზვიად ქორიძის განცხადებით, განხილულ განცხადებებს შორის იყო უვადო ბრალდებულების მიმართვებიც, თუმცა, გაიცა თუ არა რეკომენდაციები უვადო ბრალდებულების შეწყალებაზე, კომისიის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია.