გულიკო ზუმბაძემ სამგორის მაცხოვრებლებს აღდგომა მიულოცა
თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გულიკო ზუმბაძემ და შპს ,,ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ სამაჟორიტარო ოლქსა და შპს ,,ლილო-მოლის“ მიმდებარე ტეროტორიაზე მცხოვრებ 125 ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი დაურიგეს. მათ შორის არიან მცირეშემოსავლიანი და მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირები, მარტოხელა მოხუცები და ლოგინად ჩავარდნილი ადამიანები. ,,აღდგომის დღესასწაული ყველასათვის გამორჩეული დღეა. სამწუხაროდ, ყველა ოჯახი ვერ ახერხებს შეხვდეს აღნიშნულ დღესასწაულს ამ დღისთვის დამახასიათებელი შესაფერისი სანოვაგით. რაიონული გამგეობის მიერ, 4000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ პირზე, მათზე, რომლებიც სარგებლობენ უფასო სასადილოს მომსახურებით, განხორციელდა ამ ტიპის დახმარება. მაგრამ გვრჩებიან ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, არ მიეკუთვნებიან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოფიციალურად აღიარებული საზოგადოების ნაწილს, მაგრამ ჩვენი მზრუნველობა და ყურადღება ნამდვილად ესაჭიროებათ. მინდა მადლობა გადავუხადო შპს ,,ლილო მოლის“ ადმინისტრაციას ყურადღებისა და გულისხმიერებისთვის, რაც მათგან არაერთხელ გვიგვრძვნია“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.