სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი სრულდება
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წითელ პარასკევთან დაკავშირებით ამ წუთებში გარდამოხსნის წესის შესრულება დაიწყო. ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელთმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. ტაძრის შუაგულში შემაღლებული სადგამია დადგმულია, რომელსაც ე.წ. საფლავი ეწოდება. გარდამოხსნა სწორედ აქ დაიდება. გარდამოხსნის წესის შესასრულებლად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდამოხსნას სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანებს. სამების საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო საგალობლები და საკითხავები შესრულდება. ის უფლის ვნებებს ასახავს.