მერაბ არევაძის ოჯახს აშშ-ში დამზადებული მემორიალური დაფა გადაეცა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ნათია კობახიძე და აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელი პაატა შანშიაშვილი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესტუმრნენ, სადაც დაღუპული რეინჯერის, მერაბ არევაძის ოჯახს, მისი სახელის პატივსაცემად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დამზადებული მემორიალური დაფა გადასცეს.
2012 წელს მერაბ არევაძე ბრაკონიერობის საწინააღმდეგო ოპერაციის შესრულების დროს დაიღუპა. ის ასევე, აშშ-ს შინაგანი დეპარტამენტის დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის კურსდამთავრებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები